სიახლეები

06 მაისი 2020

სააგენტოს სპეციალისტები თუშეთის გზაზე გააქტიურებულ ზვავს ადგილზე შეისწავლიან

მიმდინარე წლის 5 მაისს ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე ზვავი ჩამოწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, რომლებიც სტიქიით მოცულ ძნელად მისადგომ არეალებს უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით ეცნობიან.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზვავის გამეორებით ჩამოწოლის საშიშროება ისევ არსებობს. ადგილზე ამ დრომდე კვლავ რჩებიან სააგენტოს ჰიდროლოგები და გრძელდება ტერიტორიის მონიტორინგი.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევის შედეგად დაშავებული იყო ორი მოქალაქე, მათ შორის ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მეორე, დაკარგული მოქალაქის ძიება კი, ამ დრომდე გრძელდება.

სხვა სიახლეები