სიახლეები

08 მაისი 2020

სააგენტოში ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება შეიქმნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება დაემატა. ახალი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციაში შედის ქვეყნის მასშტაბით მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების კვლევა, მონიტორინგი და შესაბამისი აპარატურის ექსპლუატაცია.

გარემოს ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს დარგობრივი დეპარტამენტების გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან ამ დრომდე ჰიდროგეოლოგიის მიმართულების კვლევებზე სპეციალური სამსახური არ არსებობდა და მხოლოდ ახლა განაახლა ფუნქციონირებდა.

სხვა სიახლეები