სიახლეები

24 ივნისი 2020

საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების შერჩევა/Recruitment of international national experts

გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება პროექტის „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“ განხორციელების თაობაზე, რომლის მიზანია დაეხმაროს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, და განსაკუთრებით სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების ძალისხმევაში.

პროექტის განხორციელების მიზნით, სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების შერჩევას შემდეგი მიმართულებებით:

-   საერთაშორისო ექსპერტი (აქტივობა 6-ის ფარგლებში - გაფრქვევების პროგნოზირების სისტემის დანერგვა) 

-   ადგილობრივი ექსპერტი (აქტივობა 6-ის ფარგლებში - 1990-2006 წლების (ნაწილობრივ 2006-2012 წლების) პერიოდის გაფრქვევების ინვენტარიზაცია გაფრქვევების ინვენტარიზაციის სისტემის გაუმჯობესების მიზნით)

-  ადგილობრივი ექსპერტი (აქტივობა 7 - შესაბამისი დოკუმენტის (სახელმძღვანელოს) შემუშავება კარგი პრაქტიკის დასამკვიდრებლად სოფლის მეურნეობის სექტორში გაფრქვევების შემცირების მიზნით).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე.

 

The Grant Agreement between UNDP and LEPL National Environmental Agency was concluded for implementation of the project “Enhancing Air Quality Management Capacities in Georgia” which aims at supporting the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia, and specifically the Legal Entity of Public Law (LEPL) - National Environmental Agency (NEA) in capacity development efforts in the field of air quality management. 

In order to implement the project, LEPL National Environmental Agency is recruiting national and international experts in the following directions: 

-  International Expert (under Activity 6 - Introduction of emissions projection system) 

- National Expert (under Activity 6 - Emissions inventory for the period 1990-2006 (partly for 2006-2012) for the improvement of the emissions inventory system) 

- National Expert (Activity 7 - Creation of a relevant document (guideline) for introducing the good practices for the reduction of emissions from the agricultural sector).


In case of interest, please, follow the link below.

სხვა სიახლეები