სიახლეები

24 ივნისი 2020

სააგენტოში ოთხდღიანი ონლაინ ტრენინგი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებისთვის, საერთაშორისო ექსპერტმა, მილენა საკკომ ოთხდღიანი ონლაინ ტრენინგი გამართა თემაზე „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემების ვერიფიკაციისა და ვალიდაციის პროცედურები“.

ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მმართველობის რეფორმის ფონდის“ (GRF) ქვეპროექტის „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.

ქვეპროექტი შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანი ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში შესაძლებლობების გაუმჯობესებაა. სხვა აქტივობებთან ერთად, ქვეპროექტი ითვალისწინებს მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას მონაცემთა ვალიდაციის და ვერიფიკაციის სისტემის შემოღების გზით.

სხვა სიახლეები