სიახლეები

27 ივნისი 2020

საველე ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევები თბილისის ტერიტორიაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე საველე ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევების პირველი ეტაპი განახორციელეს.

კვლევების საფუძველზე შექმნილი ბუნებრივი საფრთხეების რუკები გამოყენებული იქნება მაღალი რისკის შემცველი ადგილების იდენტიფიცირებისთვის და ადრეული შეტყობინების სისტემის დასანერგად, რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სწორ და ეფექტიან მართვას.

საველე კვლევები კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფარგლებში მიმდინარეობს.

სხვა სიახლეები