სიახლეები

27 ივლისი 2015

თამარ ბაგრატია ფინელ ექსპერტს შეხვდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ფინელ ექსპერტს ლუბოვ ნევონენის შეხვდა. მხარეებმა ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელში მეტეოროლოგიური რადარის ინტეგრაციისათვის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიური კვლევის პროექტი განიხილეს.

პროექტი შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის ექსპერტი ლუბოვ ნევონენი, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ერთი კვირის მანძილზე შეისწავლის თუ როგორ ფუნქციონირებს ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელი. ექსპერტი სამუშაო პროცესის დასრულოების შემდეგ კვლევის შედეგად მიღებულ ინფორმაციას გარემოს ეროვნულ სააგენტოს სპეციალისტებს გააცნობს.

სხვა სიახლეები