სიახლეები

22 ივლისი 2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევები განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, სამეგრელო - ზემო სვანეთის ტერიტორიაზე, საველე გეოლოგიური კვლევები განახორციელეს.

კვლევები გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუკების შექმნას და მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. კვლევების ფარგლებში მიღებული საბოლოო შედეგები ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დაცვას სტიქიურად განვითრებული გეოლოგიური პროცესების უარყოფითი ზემოქმედებისგან. გარდა ამისა, კვლევების შედეგები მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება მდგრადი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის.

საველე კვლევები შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP Georgia) ახორციელებს.

სხვა სიახლეები