სიახლეები

11 აგვისტო 2020

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, მონაცემთა დამუშავების ახალი დოკუმენტი შემუშავდა

გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.

მიმდინარე პროექტის „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის და სააგენტოს სპეციალისტების მიერ შემუშავდა დოკუმენტი  „ჰაერის მონიტორინგის მონაცემთა ვერიფიკაციისა და ვალიდაციის პროცედურა“. აღნიშნული სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტს,  უზრუნველყოს ჰაერის შესახებ მონაცემების სიზუსტე ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის შესაძლებლობების შეფასება. ასევე, გაიმართა დისტანციური ოთხდღიანი ტრენინგი დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებისთვის.   

ინიციატივა „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“  ხორციელდება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის "მმართველობის რეფორმის ფონდის" (UNDP-GRF) პროექტის ფარგლებში შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

სხვა სიახლეები