სიახლეები

08 სექტემბერი 2020

სააგენტოს სპეციალისტები საზღვარგარეთ სტაჟირების კურსს გაივლიან

განათლების საერთაშორისო ცენტრის პროექტის - „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის“ ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს დარგობრივი მიმართულებების სპეციალისტები საკვალიფიკაციო კურსებს შვეიცარიაში, ავსტრიასა და სლოვაკეთში გაივლიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებას და სააგენტოს დარგობრივი მიმართულებების მნიშვნელოვნად გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში სააგენტოს ახალგაზრდა სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ სამი თვის განმავლობაში, კვალიფიკაცია აიმაღლონ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.

გარემოს ეროვნული სააგენტო საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

სხვა სიახლეები