სიახლეები

29 ივლისი 2015

30 ივლისიდან -1 აგვისტომდე მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

30-31 ივლისს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოიმატებს +38, +39 გრადუსამდე, შავი ზღვის სანაპირო ზოლში- +31, +33 მდე.

1 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნდება უნალექო ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოიმატებს +37, +38 გრადუსამდე, შავი ზღვის სანაპირო ზოლში- +30, +32 -მდე.

სხვა სიახლეები