სიახლეები

30 ივლისი 2015

ზედაპირული წყლების მონიტორინგი გრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მონიტორინგს განაგრძობს. ამჯერად, სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტება გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში, სინჯები თბილისის ზღვაზე, ლისისა და კუს ტბებზე აიღეს.

ადგილზე განისაზღვრა რამოდენიმე კომპონენტი (ტემპერატურა, ph, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა). ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარების მიზნით აღებული სინჯები ტრანსპორტირებულ იქნა სააგენტოს ლაბორატორიაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, საველე პირობებში წყლების ქიმიური დამაბინძურებლების ანალიზი თანამედროვე აპარატურითა და აღჭურვილობით რეგულარულად ტარდება. დასვენების სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით სააგენტო მოსახლეობას ზედაპირული წყლების შესახებ ზუსტ ინფორმაციას მუდმივად მიაწვდის.

 

 

სხვა სიახლეები