ლიცენზირება

სააგენტო გასცემს შემდეგი სახის ლიცენზიებს:

  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია;
  • ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია;
  • ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია;
  • სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია;
  • თევზჭერის ლიცენზია;
  • მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზია;
  • ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია.

 

სააგენტო გასცემს შემდეგი სახის დასკვნებს:

  • კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების რესურსის შესახებ დასკვნის გაცემას;
  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღების მიზნით ტოპოგრაფიული რუკებისა და მცირე და სრული გეოსაინფორმაციო პაკეტების მომზადებას, ელექტრონული აუქციონების მოწყობას და ლიცენზიების გაცემას;
  • ცნობის მომზადებას დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ კოორდინანტებში მითითებულ ტერიტორიაზე (ან მის ნაწილზე) ლიცენზიის არსებობა-არარსებობის შესახებ;
  • ლიცენზიის ნაწილობრივ ან მთლიანი სახით გადაცემას;
  • სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დუბლიკატის გაცემას;
  • ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე გეოსაინფორმაციო პაკეტის ასლის მიწოდებას.