შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტომ ჭოროხი-აჭარისწყლის აუზის ზედაპირული წყლის ობიექტების ერთობლივი მონიტორინგი განახორციელა

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ზედაპირული წყლის ობიექტების ერთობლივი მონიტორინგი განახორციელა, რომელიც მოიცავს ჰიდრომორფოლოგიური, ბიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების კვლევას.

საპილოტე ტერიტორიად ჭოროხი-აჭარისწყლის აუზი შეირჩა, ხოლო, მონიტორინგის წერტილები საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით განისაზღვრა.

აღნიშნული აქტივობის მიზანია უზრუნველყოს მონიტორინგის პროცესის შესაბამისობა წყლის რესურსების ახალი სააუზო მართვის მოდელთან, რომელზეც ქვეყანა გადავა წყლის ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ.

კვლევის პროცესი ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნებს შეესაბამება და წყლის რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობას ემსახურება.