შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველმა მოადგილემ შვეიცარიაში, მინამატას კონვენციის განხორციელების საკითხებზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველმა მოადგილემ, არჩილ ადამიამ, შვეიცარიაში ქალაქ ბერნსა და ჟენევაში, მინამატას კონვენციის განხორციელების საკითხების შესახებ გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ვიზიტის მიზანს მინამატას კონვენციის განხორციელებისა და აღსრულების მიმართულებით შვეიცარიის სამართლებრივი და ინსტიტუციური მოწყობის გაცნობა, ასევე გარემოსდაცვითი რეგულირების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

სამუშაო შეხვედრები შვეიცარიის გარემოს დაცვის და საბაჟო ორგანოების, მინამატას, ბაზელის, როტერდამის და სტოკჰოლმის კონვენციების წარმომადგენლებთან და  გაეროს სასწავლო და კვლევით ინსტიტუტთან (UNITAR) გაიმართა, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის, ავტორიზაციის, ემისიების კონტროლის, ვერცხლისწყლის ინვენტარიზაციისა და ეროვნული ანგარიშგების საკითხები განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს მინამატას კონვენციის მოთხოვნების შესრულების მიმართულებით, ეროვნული ინსტიტუტების შესაძლებლობების განვითარებასა და საქართველოს გარემოსდაცვითი მართვის სისტემის გაძლიერებას.

შეხვედრა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „საქართველოში მინამატას კონვენციის განხორციელების ხელშეწყობა ეროვნული ინსტიტუტების ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების გზით“ ფარგლებში გაიმართა.

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501