შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოზე ტექნოგენური ზემოქმედების შეფასებისა და საექსპედიციო მომსახურების სამმართველო

სამმართველოს საქმიანობის სფერო  მოიცავს:

გეგმიური და არაგეგმიური ექსპედიციების დაგეგმვას და განხორციელებას;

დადგენილი წესით  წყლის, ჰაერის, ნიადაგის სინჯების აღებას;

გაზომვების  ჩატარებას დეპარტამენტში არსებული მობილური საველე ხელსაწყოებით;

საჭიროების შემთხვევაში  ელ. მაგნიტური ველის ენერგიის სიმკვრივის და ხმაურის დონის განსაზღვრას;

გარემოს დაბინძურების წყაროების და ემისიების გამოკვლევა და მონიტორინგის წარმოებაგამწმენდი ნაგებობების და მტვერაირდამჭერი მოწყობილობების ეფექტურობის დადგენას;

მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის და ჩაშვების ნორმათა პროექტების შემუშავებას;

გარემოს მაღალი დაბინძურების ფაქტების გამოსავლენად სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას;

სამრეწველო ობიექტების სანებართვო დოკუმენტაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების, სანებართვო პირობებით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაციების (გარემოსდაცვითი მონიტორინგის და შემარბილებელი ღონისძიებების გეგმები) განხილვაში მონაწილეობას, შესაბამისი შენიშვნების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადებას;

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ექსპერტიზის მიზნით შექმნილ საექსპერტო კომისიებში მონაწილეობას;

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად სამრეწველო ობიექტების გარემოსდაცვითი კუთხით შემოწმების პროცედურებში მონაწილეობას კომპეტენციის ფარგლებში;

კომპეტენციის ფარგლებში გარემოს მაღალი დაბინძურების ფაქტების დასადგენ სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას;

კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების შედეგად მიყენებული ზიანის შეფასებაში მონაწილეობას;

კომპეტენციის ფარგლებში ანთროპოგენული საფრთხეების შემცირების სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობას;

კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის უწყებებთან ერთად ისტორიული დაბინძურების წყაროების გაუვნებელყოფის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობას.