სს " საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიერ „კოთელია-ასპინძის” დნ 300 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა-ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია"
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ახალქალაქის და ასპინძის მუნიციპალიტეტები
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვების დრო და ადგილი:
- 2026 წლის 17 დეკემბერი, 13:00 საათი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. ალასტანის კლუბის შენობა
- 2026 წლის 17 დეკემბერი, 15:00 საათი, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. დამალას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
წარმოდგენილ გზშ-ის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2027 წლის 4 იანვრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/35bec21b-2327-46dc-8321-9e22040d90ee
