შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

შპს „გოგნის ქარის კომპანიის“ მიერ გოგნის ქარის ელექტროსადგურის და მისი ქსელთან დამაკავშირებელი 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: გოგნის ქარის ელექტროსადგურის და მისი ქსელთან დამაკავშირებელი 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა-ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „გოგნის ქარის კომპანია“

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 

  • 2026 წლის 18 თებერვალი, 16:00 საათი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფ. მუხურის საჯარო სკოლის შენობა
  • 2026 წლის 19 თებერვალი, 12:00 საათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის.: ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ. N109 ) 
  • 2026 წლის 19 თებერვალი, 15:00 საათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალთერჯოლის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა 
  • 2026 წლის 20 თებერვალი, 11:00 საათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩხარის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა 
  • 2026 წლის 20 თებერვალი, 14:00 საათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. გოგნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

წარმოდგენილ გზშ-ის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 9 მარტის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/8fa4c479-16b4-4291-87b5-5a4b59246e9e