შპს „ქუთაისი-ენერჯი ჯგუფის“ მიერ 43.8 მგვტ სიმძლავრის „ქუთაისის“ ქარის ელექტროსადგურის, 110 კვ ძაბვის ქვესადგურის და ქარის ტურბინების ქვესადგურთან დამაკავშირებელი 35 კვ ძაბვის მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა-ექსპლუატაცია
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 43.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა-ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ქუთაისი-ენერჯი ჯგუფი“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: თერჯოლის მუნიციპალიტეტი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
- 2026 წლის 12 მარტი, 13:00 საათი, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (ქუთაისი, რუსთაველის №3)
- 2026 წლის 12 მარტი, 16:00 საათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭოგნარის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 13 მარტის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/1f66e930-bed2-4eac-b274-f6155e8ec263
