შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სს " საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიერ აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის "ხაშური - ზესტაფონის" მონაკვეთის 0-36 კმ-ის მშენებლობა და ექსპლუატაცია

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: გაზსადენის მშენებლობა-ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია"

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ჭიათურის, საჩხერის და ხაშურის მუნიციპალიტეტები

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვების დრო და ადგილი:

  • 2026 წლის 21 მაისი, 13:00 საათი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულის შენობა 
  • 2026 წლის 21 მაისი, 16:00 საათი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა ბერეთისას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
  • 2026 წლის 22 მაისი, 11:00 საათი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. კორბოულის იუსტიციის სახლის შენობა

წარმოდგენილ გზშ-ის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 9 ივნისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:https://ei.gov.ge/ka/info/0c401664-f34f-4d9a-9a4f-7034d5dd9713 

ცხელი ხაზი: 1501