ევროკავშირის პროექტის განხორციელების მიზნით, სააგენტომ საპარტნიორო შეთანხმება გააფორმა
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, თურქ და რუმინელ პარტნიორებთან ერთად მომზადებული საპროექტო განაცხადი “შავი ზღვის ჭკვიანი საზღვაო გარემოსდაცვითი შედეგების სისტემა“ ევროკავშირის „შავი ზღვის აუზის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გახდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საპარტნიორო შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან ხელი სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა მოაწერა.
პროექტის ძირითადი მიზანია შავი ზღვის რეგიონში მობილური სადგურებიდან და არსებული ბაზებიდან მონაცემების შეგროვებისა და გაზიარებისათვის სტანდარტიზირებული საკომუნიკაციო სისტემის შექმნა.
აღნიშნული ხელს შეუწყობს თანამშრომლობის პროცესში მონაცემთა წყვეტის პრობლემის გადაჭრას, ასევე, პარტნიორ ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს ეკოლოგიური მოდელები აწარმოონ და ეფექტურად გააზიარონ მიღებული შედეგები.