შავი ზღვის მეთევზეობის სექტორის განვითარების პერსპექტივებზე ფოთსა და ბათუმში შეხვედრები გაიმართა
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ფოთსა და ბათუმში შავი ზღვის მეთევზეობის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრების მთავარი მიზანი სექტორში არსებული მდგომარეობის კომპლექსური შეფასება, ძირითადი პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების განხილვა იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს დარგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე და ყურადღება გაამახვილეს მონაცემთა შეგროვებისა და მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე.
შეხვედრების ფარგლებში ასევე განხილულ იქნა ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მიერ განხორციელებული აქტივობები, მათ შორის პროექტების „BlackSea4Fish“ და „FishEBM“ მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები. აღინიშნა აღნიშნული ინიციატივების როლი შავი ზღვის ბიორესურსების მდგრადი გამოყენებისა და სექტორის განვითარებაში.
სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის წარმომადგენლები, GFCM-ის ექსპერტები ჰუსეინ ოზბილგინი და ტიმუჩინ დინსერი, ასევე მოქმედი მეთევზეები და მეთევზეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრები გაიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) პროექტის „მონიტორინგი და მონაცემთა შეგროვება საქართველოს შავი ზღვის მეთევზეობის სექტორში“ ფარგლებში.
