შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო

სამმართველოს საქმიანობის სფერო  მოიცავს:

არსებული  ატმოსფერული ჰაერის ხარისხის 8 ავტომატური სადგურის, ასევე, ერთი არაავტომატური სადამკვირვებლო პუნქტის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას;

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდიკატორული გაზომვების (წელიწადში 4-ჯერ 25 ქალაქში ტარდება)  ჩატარების უზრუნველყოფას, მიღებული მონაცემების დამუშავებას და განთავსებას ჰაერის ხარისხის პორტალზე;

ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველწლიური საინფორმაციო ბიულეტენების მომზადებას;

გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების წარმოებას;

სხვადასხვა მოთხოვნის შესაბამისად ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის დროულ მომზადებას;

ატმოსფერული ჰაერის  სადგურების  კვალიფიციური ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფას;

მონაცემების ვერიფიკაციას და ვალიდაციას;

გარემოს ხარისხის პარამეტრების დადგენის მიზნით წარმოებულ ინსტრუმენტულ გაზომვებში მონაწილეობას.