შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

7 მდინარის აუზისთვის მრავლობითი საფრთხის რისკის მართვის გეგმების შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

ჰიდრომეტეოროლოგია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს 7 მდინარის აუზისთვის მრავლობითი საფრთხის რისკის მართვის გეგმების მომზადების თემაზე მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) გარემოს დაცვის და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ანთაძე და ასევე, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული მხარეებისთვის 7 მდინარის აუზის მრავლობითი საფრთხეების რისკების ვალიდაციის პროცესის დაშედეგების გაცნობა მაღალი რისკის ქვეშ მყოფითემების შემდგომი პრიორიტეტიზაციისთვის.

მრავლობითი საფრთხეების რისკების ვალიდაციის მიზანს, შერჩეული მაღალი რისკის თემების წარმომადგენლების მონაწილეობით, იდენტიფიცირებული რისკების დაზუსტება, მოწყვლადი თემების ვალიდაცია და ადგილებიდან დამატებითი ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა.

აღნიშნული ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და კლიმატის მწვანეფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტის „მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატით გამოწვეული მრავლობითი საფრთხის (წყალდიდობა, ღვარცოფი, ზვავი, მეწყერი, გვალვა, სეტყვა და ძლიერი ქარი) რისკის მართვის დაშერბილების ღონისძიებების შემუშავებას საქართველოს 11 მდინარის აუზისთვის.

ინიციატივა ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და საქართველოს, შვედეთისადა შვეიცარიის დაფინანსებით.

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501