სს „ხაიშურა ენერჯის“ მიერ მესტიის მუნიციპალიტეტში 55.6 მეგავატი ჯამური სიმძლავრის „ხაიშურას ჰესების“ კასკადის - “ხაიშურა 1” და “ხაიშურა 2”-ის მშენებლობა-ექსპლუატაცია
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 5 მეგავატი ან მეტი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ან/და ექსპლუატაცია; კაშხლის ან/და სხვა ნაგებობის მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომელიც წყლის შესაკავებლად ან მუდმივად დასაგროვებლად გამოიყენება.
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „ხაიშურა ენერჯი“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: მესტიის მუნიციპალიტეტი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების დრო და ადგილი:
- 2025 წლის 12 ნოემბერი, 12:00 საათი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ხაიშის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
- 2025 წლის 12 ნოემბერი, 15:00 საათი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ვედის ამბულატორიის შენობა
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/8de91c85-3170-49b0-b8ca-42e3c7eb3759

