შპს „ჯეოკრაფტის“ მიერ 50 მგვტ სიმძლავრის „ზესტაფონის“ ქარის ელექტროსადგურის, 110 კვ ძაბვის ქვესადგურის და ქარის ტურბინების ქვესადგურთან დამაკავშირებელი 35 კვ ძაბვის მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა- ექსპლუატაცია
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 50 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ჯეოკრაფტი“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ზესტაფონის და ჭიათურის მუნიციპალიტეტები
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
- 2025 წლის 3 დეკემბერი, 12:00 საათი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დილიკაურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
- 2025 წლის 3 დეკემბერი, 15:00 საათი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ბოსლევის საჯარო სკოლის შენობა
წარმოდგენილ გზშ-ის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/22db62f5-5fba-49a6-8cc2-9a5661724ada

