საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოს ეროვნული სააგენტო

გეოლოგია

#

დეპარტამენტის უფროსი

მერაბ გაფრინდაშვილი


დაბადების თარიღი:

1956 წლის 19 მარტი

განათლება:

2019 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის დოქტორანტი.

1978 წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, მაგისტრი.

სამუშაო გამოცდილება:

2014-დან დღემდე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი.

2011-2014 გეოლოგიური საშიშროებების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2008-2011 სტიქიური პროცესების, საინჟინრო-გეოლოგიის და გეოეკოლოგიის სამმართველოს უფროსი.

2006-2008 ბუნების სტიქიური პროცესების, საინჟინრო-გეოლოგიის და გეოეკოლოგიის სამმართველოს უფროსის მოადგილე.

2006-2007 კომპანია ,,რეს&კო’’-ს  კონსულტანტი გარემოს დაცვის საკითხებში.

2006-2009 გერმანული კომპანია ,,კოქს კონსალტინგის საქართველოს ფილიალი’’-ს კონსულტანტი საინჟინრო -გეოლოგიურ საკითხებში.

2004-2005 კომპანია ,,ბეისიპ-ფრანლაბის’’ ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში.

2004-2005 კომპანია ,,ჯეიკობსი’’-ს ექსპერტი ტექნიკურ საკითხებში.

2004-2013 საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის კონსულტანტი.

2000-2006 ცენტრ ,,სტიქია’’-ს გენერალური დირექტორის მოადგილე (მთ. ინჟინერი).

1997-2000 გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი სსიპ ბუნების სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოეკოლოგიური კვლევების ცენტრი ,,სტიქია’’-ს შავი ზღვის საინჟინრო-გეოლოგიური პარტიის უფროსი.

1995-1997 შავი ზღვის გეომონიტორინგული კვლევების ცენტრის ჯგუფის უფროსი.

1993-1995 გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის საინჟინრო-გეოლოგიისა და გეოეკოლოგიის სამმართველოს რაზმის უფროსი.

1989-1993 ,,სპეცგეო’’-ს მთავარი ინჟინერი.

1987-1989 ბიჭვინთის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რაზმის უფროსი.

1985-1987 გუდაუთის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რაზმის უფროსი გეოლოგი.

1982-1985 სოხუმის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რაზმის უბნის უფროსი.

1978-1982 საწარმო გაერთიანება ,,ჰიდროსპეცგეოლოგიის’’ მე-7 რაიონის ჰიდროგეოლოგიური ექსპედიციის სოხუმის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რაზმის ინჟინერი.

პუბლიკაციები:

არის რამდენიმე ასეული გეოლოგიური ანგარიშის და დასკვნის ავტორი.

გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია და პუბლიკაცია.

მონაწილეობა აქვს მიღებული 20-მდე საერთაშორისო და ეროვნულ პროექტში.

ენები:

რუსული.

ოჯახური მდგომარეობა:

მეუღლე და სამი შვილი.