შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ჰიდროლოგიის დეპარტამენტი

საქართველოს ტერიტორიაზე ზედაპირულ წყლებზე ჰიდროლოგიური დაკვირვებების სტაციონარული ქსელის მეთოდური ზედამხედველობის უზრუნველყოფა; ჰიდრომეტრული და ტოპოგეოდეზიური აგეგმვითი სამუშაოების წარმოება; მდინარეთა აუზების მთიან და მაღალმთიან ზონებში არსებული თოვლის ფიზიკური პარამეტრების განსაზღვრისა და გლაციოლოგიური დაკვირვებების ექსპედიციური მეთოდებით განხორციელება; ზედაპირულ წყლებზე მიწისპირა ჰიდროლოგიური და დისტანციური დაკვირვების მონაცემების ანალიზი; ჰიდროლოგიური პროგნოზების შედგენა (მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი), მათ შორის, სპეციალიზებული დანიშნულების პროგნოზების მომზადება და გავრცელება; საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი სტიქიური ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების მომზადება და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების და მასმედიისთვის მიწოდება; ჰიდროლოგიური პროგნოზების მოდელების განსავითარებლად საჭირო გამოთვლითი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; მრავალწლიურ ჰიდროლოგიურ მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფა და დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; ჰიდროლოგიური მონაცემების გეოსაინფორმაციო სისტემებში ინტეგრაცია და სივრცული გეოსაინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარება; მრავალწლიური ჰიდროლოგიური მონაცემების სტატისტიკური დამუშავება, მათი GIS ფორმატში წარმოდგენა და მონაცემთა ბაზების რეგულარული განახლება; ჰიდროლოგიური ცნობარების, ბიულეტენების, მიმოხილვების და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადება და გავრცელება; შავი ზღვისა და მდინარეთა აუზების მორფო და ლითოდინამიკური კვლევა და პროცესების პროგნოზირება, ნაპირფორმირების და ნაპირდაცვითი რეკომენდაციების შემუშავება; საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდროლოგიური საფრთხეების შეფასება და ჰიდროლოგიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის მიხედვით ტერიტორიის დარაიონება; ჰიდროლოგიური საფრთხეების შემცირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში ჰიდროლოგიური საფრთხეების შემცირების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური სტიქიის ზონებიდან მოსახლეობის გასახლების აუცილებლობის დადგენა, ეკომიგრანტების გასახლების არეალების განსაზღვრა და შეფასება; მაღალი ჰიდროლოგიური საფრთხის მქონე ტერიტორიებზე გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდროლოგიური საშიშროების რისკების შეფასებაში მონაწილეობა; ეკონომიკის სხვადასხვა დარგის (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მშენებლობა, ტურიზმი და სხვა) მოთხოვნების შესაბამისად, სპეციალიზებული ჰიდროლოგიური ინფორმაციის მომზადება და მომხმარებლებისთვის მიწოდება; გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებზე (გზშ) ჰიდროლოგიის სფეროში საექსპერტო დასკვნების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების შეთანხმებაში და შესრულებაში მონაწილეობა; ჰიდროლოგიის სფეროში, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.