შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი

საქართველოს ტერიტორიაზე მეტეოროლოგიურ და ზედაპირული წყლებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე მიწისპირა და დისტანციური (რადარული, აეროლოგიური) დაკვირვების სტაციონალური ქსელის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების და სინოპტიკური პროდუქციის მიღებაგავრცელების სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;  საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელიდან მონაცემთა უწყვეტად (დღეღამურ რეჟიმში) შეკრებისა და ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე გავრცელების უზრუნველყოფა; მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემთა გაცვლის გლობალური ქსელიდან და ამინდის პროგნოზის მსოფლიოს მოწინავე ცენტრებიდან მეტეოროლოგიური მონაცემების და სინოპტიკური პროდუქციის უწყვეტად (დღეღამურ რეჟიმში) მიღება; ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ხელსაწყო-დანადგარების საინსტალაციოსარემონტო სამუშაოების წარმოება და ჰიდრომეტეოროლოგიური გამზომი საშუალებების მეტროლოგიური (კალიბრირების) უზრუნველყოფა; მრავალწლიანი ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემთა ბაზების ფორმირების მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ამინდის და ჰიდროლოგიური პროგნოზების მოდელების გასაშვებად საჭირო თანამედროვე გამოთვლითი ტექნოლოგიების დანერგვა; გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის (www.meteo.gov.ge) გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ხარვეზების ოპერატიულად აღმოფხვრა და ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის ყოველდღიურად განახლება; ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება.