შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

მარიკულტურა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ

  • თარიღი:

„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის გაცემის მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

შპს „ბათუმი ფიშინგ კომპანიმ“, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში აკვაკულტურის სფეროში ინვესტიციით,  განცხადებით მომართა სააგენტოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აპრილის N639 განკარგულების საფუძველზე, შავ ზღვაში აკვაკულტურისთვის გამოყოფილ N3 (თევზის) ზონაში, აკვაკულტურის ნებართვის მოპოვების თაობაზე.

შემოთავაზება მოიცავს 55 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას აღნიშნულ სექტორში, რაც გულისხმობს ეტაპობრივად 10 წელში და შემდგომ ყოველწლიურად 18 600 ტონა ორაგულის (ცისარტყელა კალმახი; კეთილშობილი ორაგული და სხვა) წარმოებას. პროექტი ითვალისწინებს არანაკლებ 60 ადამიანის დასაქმებას.

ინვესტიცია მოიცავს 10 წლიან პერიოდს.

პირველი ეტაპი (4 წელი)  -    17 500 000 USD ინვესტიცია და 3600 ტონა ორაგულის წარმოება; 

მეორე ეტაპი ( 7 წელი)  - 27 500 000 USD  ინვესტიცია -13 600 ტონა ორაგულის წარმოება; 

მესამე ეტაპი  (10 წელი) -  10 000 000 USD ინვესტივია - 18 600ტონა ორაგულის წარმოება; 

ინვესტირება გათვალისწინებულია ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა თევზის ინკუბატორი/საქართველოს ტერიტორიაზე შიდა წყლის აკვაკულტურის წარმოებაში ინვესტირება; თევზის გადამამუშავებელი საწარმო; მცურავი საშუალებები; საკვები ბარჟები; თევზის გალიები; ინვესტიციები საწარმოების წარმადობის და წარმოების მოცულობების გაზრდის უზრუნველსაყოფად.

განაცხადის მიხედვით აკვაკულტურის ნებართვის/საზღვაო სივრცით სარგებლობის ხანგრძლივობაა 20 წელი.

კომპანია ასევე გეგმავს: 1. დარგში სპეციალისტების გადამზადებას, კურსების, ტრენინგებისა და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას, რითაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარებას.  2. მჭიდრო თანამშრომლობას ადგილობრივ ფერმერებთან, ზღვაში არსებულ გალიებში ჩასასმელი მასალის წარმოების პროცესში.

წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია 2024 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის 150 ან/და ელექტრონული ფოსტაზე: info@nea.gov.ge  

ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის თაობაზე ინფორმაცია გავრცელდება დამატებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დანართი: განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია