შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სტიქიური მოვლენები

რთული რელიეფის, გეოლოგიური და კლიმატური პირობების გამო ბუნების სტიქიური მოვლენები საქართველოში მასშტაბურია, განმეორებადობა - ხშირი და საშიშროების რისკი - მაღალი. ბოლო წლებში შეიმჩნევა მათი გახშირება, რისი მიზეზიც არის, როგორც კლიმატის ცვლილება, ასევე ადამიანის ზემოქმედება. ვინაიდან ბუნებრივი სტიქიური პროცესები მაღალ საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობას, ინფრასტრუქტურას და ეკონომიკას, მათი მართვის საკითხები განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს. ეკონომიკური ზარალისა და ადამიანთა მსხვერპლის მინიმიზაციისთვის მიმდინარეობს მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ წინასწარი გაფრთხილების და მონიტორინგული სისტემის ჩამოყალიბება.

 

 

 

საქართველოში გეოლოგიური (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) და ჰიდრომეტეოროლოგიური (წყალდიდობა, თოვლის ზვავი, სეტყვა, გვალვა, ძლიერი ქარი და სხვა) მოვლენების მონიტორინგს და შესაბამის კვლევებს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს. სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს რეგულარულ (გაზაფხული, შემოდგომა) გეოლოგიურ მონიტორინგს საქართველოს ტერიტორიის დასახლებულ პუნქტებში; გეოლოგიური სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პირობებში კრიტიკულ ტერიტორიებზე ხორციელდება სტიქიის საშიშროების რისკისა და შედეგების შეფასება, რომლის საფუძველზე ქვეყნდება ყოველწლიური საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენ, რომელშიც წარმოდგენილია, როგორც მიმდინარე გეოლოგიური პროცესების მონაცემები და ანალიზი, ისე მოსალოდნელი საშიშროებების პროგნოზი, ასევე მზადდება გეოლოგიური დასკვნები, სადაც მოცემულია რეკომენდაციები გასატარებელი დამცავი ღონისძიებების შესახებ. სააგენტო,  ამზადებს ამინდის მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პროგნოზებს და გაფრთხილებებს მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ.

 

 

 

საქართველო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროცესებში, რომლებიც კატასტროფების რისკების შემცირების და შედეგების შერბილებისკენ არის მიმართული.