შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ინფორმაცია აკვაკულტურის სფეროში კანონმდებლობით დადგენილი ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის/რეგულირების საფასურის შესახებ

  • თარიღი:

პირი, რომელიც ახორციელებს აკვაკულტურის ნებართვისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას, ვალდებულია გადაიხადოს „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წყლის რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი და რეგულირების საფასური ყოველწლიურად. მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება კალენდარული წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო რეგულირების საფასურის გადახდა - კალენდარული წლის 31 იანვრამდე.

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი ირიცხება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის/ავტონომიური რესპუბლიკის ანგარიშზე სახაზინო კოდი: 3031.

რეგულირების საფასური ირიცხება სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე: 707357499

წყლის რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება:

აკვაკულტურის კონსტრუქციაში გამოყენებული ბუნებრივი წყლის რესურსებით სარგებლობისათვის − აკვაკულტურის კონსტრუქციის (აუზის) 1მ​3-ზე −  0,8 ლარით, ტბორისთვის − 0,005 ლარით, საზღვაო წყლისთვის − 0,1 ლარით.

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი ირიცხება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის/ავტონომიური რესპუბლიკის ანგარიშზე.

რეგულირების საფასურის ოდენობა განისაზღვრება:

აკვაკულტურის კონსტრუქციაში არსებულ 1მ3 ბუნებრივ წყალზე - საზღვაო წყლისთვის 0,05 ლარით, ტბორისთვის - 0,001 ლარით, სხვა წყლისთვის/აუზისთვის - 0,1 ლარით.

აქვე გაცნობებთ, რომ ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის/რეგულირების საფასურის გადაუხდელობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის/ შესაბამისი საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.