მაცივარაგენტების იმპორტის 2026 წლის კვოტისა და ნებართვის ასაღებად საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით
- თარიღი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 22 სექტემბერის №2-578 ბრძანებით დამტკიცდა „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2026 წლის წლიური საიმპორტო კვოტა შემდეგი ნივთიერებისთვის:
1. ქლორდიფთორმეთანი (CHF2Cl, HCFC-22) – 20,00 მეტრული ტონა.
2. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის F დანართით განსაზღვრული ნივთიერებები – 740 000 ტონა ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტი.
დაინტერესებულ პირებს მიმდინარე წლის 1 ნოემბრის ჩათვლით აქვთ შესაძლებლობა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინონ განცხადება (ნიმუში იხილეთ ქვემოთ) იმპორტის 2026 წლის ნებართვის მისაღებად და თან დაურთონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის მოსაკრებლის (200 ლარი) გადახდის ქვითარი (მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22 (220 101 222), ანგარიშის ნომერი - №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 302003102).
იმ დაინტერესებულ პირებს, რომელთაც სურთ მოიპოვონ მოქმედი იმპორტიორის სტატუსი, ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად სააგენტოს ასევე უნდა წარუდგინონ ბოლო გასული სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 500 კგ-ზე მეტი მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტის საბაჟო ოპერაციების განხორციელების დამადასტურებელი საბუთი.
გაითვალისწინეთ, ზემოაღნიშნული კვოტის 80% განაწილდება მოქმედ იმპორტიორებზე, ხოლო 20% - ახალ იმპორტიორებზე.
მოქმედი იმპორტიორის მიერ მოთხოვნილი სანებართვო ნივთიერებების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ქლორდიფთორმეთანისთვის 6.4 მეტრულ ტონას, ხოლო F დანართით განსაზღვრული ნივთიერებებისთვის – 236 800 ტონა ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტს.
ახალი იმპორტიორის მიერ მოთხოვნილი სანებართვო ნივთიერებების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ქლორდიფთორმეთანისთვის 1.6 მეტრულ ტონას, ხოლო F დანართით განსაზღვრული ნივთიერებებისთვის – 59 200 ტონა ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტს. გთხოვთ, აღნიშნული მიზნებისთვის იხელმძღვანელოთ F დანართით განსაზღვრული ნივთიერებების მასის ტონა ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტში გადაყვანის თანდართული ცხრილით.