გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სოჭის გირჩისა და თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გამოცხადდა.
აუქციონის ნომერი: 115691QUI71369621
- დაწყების თარიღი:
- დასრულების თარიღი:
მიმდინარე წლის 02 ივნისის გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით სამ ლოტზე საჯარო აუქციონი გამოცხადდა:
1. სოჭის გირჩის მოპოვება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ამბროლაურის სატყეო უბნის, თლუღის ყოფილი სატყეო უბნის მე- 13 კვარტალში, წლიურად 25 ტონა.
2. სოჭის გირჩის მოპოვება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ამბროლაურის სატყეო უბნის, თლუღის ყოფილი სატყეო უბნის 28-ე კვარტალში, წლიურად 25 ტონა.
3. სოჭის გირჩის მოპოვება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ამბროლაურის სატყეო უბნის, თლუღის ყოფილი სატყეო უბნის მე- 19 კვარტალში, წლიურად 50 ტონა.
აუქციონზე რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.eauction.ge მიმდინარე წლის 02 ივნისიდან 01ივლისის 18:00 საათამდე.
აუქციონი გაიმართება მიმდინარე წლის 02 ივლისს 12:00- დან 18:00 საათამდე.