გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზაქათკარში შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის“ ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მე-2 ლოტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში N2 სამშენებლო ბანაკის ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების საცავის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის“ მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზაქათკარში ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მე-2 ლოტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში N2 სამშენებლო ბანაკის ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების საცავის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტს (იხ. ბმული - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/34009).
გაცნობებთ, რომ სააგენტომ 2022 წლის 3 ივნისს N21/2239 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.