შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების შესახებ - ქ. ბათუმში, შოთა რუსთაველის ქუჩა №20-ში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ.№05.22.06.001) განაშენიანების დეტალური გეგმა

სგშ სკრინინგის განცხადება

  • დაწყების თარიღი:
  • დასრულების თარიღი:

სტრატეგიული დოკუმენტის დასახელება: „ქ. ბათუმში, შოთა რუსთაველის ქუჩა №20-ში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ.№05.22.06.001) განაშენიანების დეტალური გეგმის“ პროექტი

დამგეგმავი ორგანო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის ქ.№20-ში არსებული მიწის ნაკვეთი (ს.კ.№05.22.06.001)

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 12 აპრილს წარმოდგენილ იქნა ქ. ბათუმში, შოთა რუსთაველის ქუჩა №20-ში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ.№05.22.06.001) განაშენიანების დეტალური გეგმა და სკრინინგის განცხადება (იხ. ელ. ბმული https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33990).

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ დოკუმენტაციაზე, დამგეგმავ ორგანოს სააგენტოს მიერ 2022 წლის 11 მაისის №21/1602 წერილით მიეწოდა შენიშვნები (იხ. ელ. ბმული https://nea.gov.ge/Ge/GZSH/115).

ქ. ბათუმის მერიის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წლის 3 ივნისის №14147 წერილით, ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების მიზნით, სააგენტოში წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია სკრინინგის განცხადების შესახებ.

წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 15 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge