შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. თბილისში, ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „გეო ენერჯის“ ფეროშენადნობების საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:


დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ფეროშენადნობების  საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „გეო ენერჯი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N68 ა; 

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 

2022 წლის 4 ივლისი, 14:00 საათი, ქ. თბილისის (სოფ. ფონიჭალა) № 218 საჯარო სკოლის შენობა; 

“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ საგენტოს 2022 წლის 7 ივლისის  ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge  (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტო). 

 

მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.