შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში, შპს „ნიკორას“ სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების ინსინერაციის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

 

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების ინსინერაციის საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ნიკორა“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. გამარჯვება;

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2022 წლის 25 ივლისი, 12:00 საათი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. გამარჯვებას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. გამარჯვებას ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.

იხ. საჯარო განხილვის წესი.