გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. გამარჯვებაში შპს „საქართველოს სამედიცინო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის ცენტრი ეკოლოგის“ სამედიცინო ნარჩენების ინსინერაციის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
- დასრულების თარიღი:
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „საქართველოს სამედიცინო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის ცენტრი ეკოლოგის“ მიერ სამინისტროში წარმოდგენილია გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. გამარჯვებაში სამედიცინო ნარჩენების ინსინერაციის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/34017).
ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით შპს „საქართველოს სამედიცინო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის ცენტრი ეკოლოგმა“ სამინისტროში წარმოადგინა დამატებითი/დაზუსტებული ინფორმაცია.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშზე წარმოდგენილი დამატებით ინფორმაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 7 ივლისის ჩათვლით. მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).