შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. თბილისში, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ 3320 მ3 ტევადობის ნავთობპროდუქტების საცავის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (42 000 ტონა წლიური ტვირთბრუნვის 60 000 ტონა წლიურ ტვირთბრუნვამდე გაზრდა) პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:


დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ 3320 მ3 ტევადობის ნავთობპროდუქტების საცავის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „სან პეტროლეუმ ჯორჯია“;
 
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, წყალსადენის ქუჩა N13;


საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;
 
 
 
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 

2022 წლის 15 ივლისს, 15:00 საათი, ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობის შენობა;
 
“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
 
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ საგენტოს 2022 წლის 21 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.