შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - მცხეთის მუნიციპალიტეტში, შპს „თუში ქოლექშნის“ ლოჯისტიკური საოფისე ცენტრის და სასაწყობე მეურნეობის (ურბანული განვითარების პროექტი) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ლოჯისტიკური საოფისე ცენტრის და სასაწყობე მეურნეობის (ურბანული განვითარების პროექტი) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „თუში ქოლექშნ“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: მცხეთის მუნიციპალიტეტი;

 

 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2022 წლის 29 ივლისი, 15:00 საათი - მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩარდახის საბავშვო ბაღის შენობა

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩარდახის საბავშვო ბაღის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.