შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - შუახევის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჩირუხისწყალზე 5,3 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება:  ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ექსპლუატაცია;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: შუახევის მუნიციპალიტეტი;


საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 
2022 წლის 21 ივლისი, 15:00 საათი, შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფ. შუბანის  საჯარო სკოლის შენობა; 

“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ საგენტოს 2022 წლის 25 ივლისის  ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge  (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტო). 

მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.