სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. აღთაკლიაში, შპს „პეტროლჰაბის“ 9000 მ3 ტევადობის ნავთობპროდუქტების საცავის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: შპს „პეტროლჰაბის“ 9000 მ3 ტევადობის ნავთობპროდუქტების საცავის მოწყობა-ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „პეტროლჰაბი“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. აღთაკლია;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
• 2022 წლის 22 ივლისს, 15:00 საათი, გარდაბნის მუნიპიცალიტეტის, სოფ. აღთაკლიას საჯარო სკოლის შენობა;
“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ საგენტოს 2022 წლის 25 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.