სკრინინგის განცხადება - შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალქალაქი-კარწახის კორექტირებული მონაკვეთის (სადგურ კარწახიდან გვირაბამდე და გვირაბი თურქეთის რესპუბლიკის საზღვარზე) ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება)
გზშ სკრინინგის განცხადება
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ექსპლუატაციის პირობების ცვლილება;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: „შპს მარაბდა-კარწახის რკინიგზა“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სოფ. კარწახი;
დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 13 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).