გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. ბათუმში, შპს „კარგო პარსელის” მშრალი ტვირთების ღია სასაწყობე მეურნეობის ტერიტორიაზე წიაღისეული საწვავის, ნავთობპროდუქტების და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: წიაღისეული საწვავის ან/და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობა და ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,,კარგო პარსელი“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
- 2022 წლის 11 აგვისტო, 17:00 საათი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25).
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25). საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.