გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - ქ. ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტის ფარგლებში შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოების განხორციელების პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება ქ. ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტის ფარგლებში შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოების განხორციელების პროექტს (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/266 ).
გაცნობებთ, რომ სააგენტომ 2022 წლის 7 ივლისს N2992 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.