გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. თბილისში, შპს „LION”-ის ნავთობპროდუქტების საცავის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
- დასრულების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ნავთობპროდუქტების საცავის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „LION”;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, სადგური ლილოს მიმდებარე ტერიტორია;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2022 წლის 14 ივნისი 12:00 საათი, ქ. თბილისი, სამგორის რაიონის გამგეობის შენობა (მის: მოსკოვის გამზირი N14);
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქ. თბილისში, სამგორის რაიონის გამგეობის შენობაში (მის: მოსკოვის გამზირი N14). საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 29 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.