გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - ქ. რუსთავში, შპს „ჯეო ენტერპრაიზის“ მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პროექტი
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „ჯეო ენტერპრაიზის“ მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილია ქ. რუსთავში, მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33866).
აღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2022 წლის 23 მაისის N21/1919 წერილის საფუძველზე სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/142).
2022 წლის 6 ივლისს შპს „ჯეო ენტერპრაიზის“ მიერ N2941 წერილით სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი/დაზუსტებული ინფორმაცია ქ. რუსთავში, შპს „ჯეო ენტერპრაიზის“ მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.
დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 21 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).