განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. თვალივის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს "ეიჩე-რენტალის" სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი (ქვიშა-ხრეში) საწარმოს ექსპლუატაციის პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
შპს "ეიჩე-რენტალის" მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. თვალივის მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი (ქვიშა-ხრეში) საწარმოს ექსპლუატაციის პროექტს (იხ.ბმული).
2022 წლის 8 ივლისს შპს "ეიჩე-რენტალმა" წერილობით მიმართა სააგენტოს, პროექტში გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება.
აღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ.