გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, წყალსაცავის (რომლის წყლის შესაკავებლად ან მუდმივად დასაგროვებლად გამოიყენება და რომლის მიერ შეკავებული ან დაგროვებული წყლის მოცულობა 50 000 მ3-ზე მეტია) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
შპს „ემ თი ეის“ მიერ სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილი იქნა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, წყალსაცავის (რომლის წყლის შესაკავებლად ან მუდმივად დასაგროვებლად გამოიყენება და რომლის მიერ შეკავებული ან დაგროვებული წყლის მოცულობა 50 000 მ3-ზე მეტია) მოწყობა-ექსპლუატაციის სკოპინგის ანგარიში, რომელიც განთავსდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33953 ).
წარმოდგენილი პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩაინიშნა 2022 წლის 2 მაისს, 15:00 საათზე დაბა ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში, რომლის შესახებ ინფორმაცია ასევე განთავსდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33954).
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 2 მაისს შემოსული განცხადების (N 1307) საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტზე, სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით, დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.
მოცემული გარემოების გათვალისწინებით, 2022 წლის 2 მაისს, 15:00 საათზე დაბა ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში ჩანიშნული სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა აღარ გაიმართება.