სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფ. იაღლუჯაში, შპს „ქართლი ჯენერეიშენის“ 110 კვ ძაბვის მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა და 110 კვ ძაბვის ქვესადგურის მოწყობა და ექსპლუატაციის პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 110 კვ ძაბვის მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა და 110 კილოვოლტი ძაბვის ქვესადგურის მოწყობა-ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ქართლი ჯენერეიშენ;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: მარნეულის მუნიციპალიტეტი;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
• 2022 წლის 5 აგვისტო, 13:00 საათი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა
“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ საგენტოს 2022 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.